შუალედური არჩევნების შედეგები აშშ-ში

ამერიკის კონგრესში ძალთა ბალანსი დიდი ალბათობით იცვლება.

აშშ-ში შუალედური არჩევნები დასრულდა. წინასწარი შედეგების მიხედვით, სენატში „რესპუბლიკელების“ და „დემოკრატების“ ხმები თანაბარია, წარმომადგენელთა პალატაში კი „რესპუბლიკელები“ ლიდერობენ, რომლებსაც უკვე 200-ზე მეტი ადგილი აქვთ მოპოვებული, უმრავლესობისთვის კი მინიმუმ 218 ხმა არის საჭირო. ბიულეტენების დათვლა გრძელდება. სენატორობის კანდიდატებს შორის მცირე სხვაობის გამო, სავარაუდოდ, ხელახალი არჩევნების ჩატარება გახდება საჭირო ჯორჯიის შტატში. თუ ქვედა პალატაზე „რესპუბლიკელები“ კონტროლს დაიბრუნებენ, დარჩენილ საპრეზიდენტო ვადაში ბაიდენის საკანონმდებლო ინიციატივების დამტკიცება შესაძლოა შეფერხდეს, უმრავლესობაში მყოფ პოლიტიკურ ძალას მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ სხვა საკანონმდებლო ბერკეტებიც უჩნდება. არჩევნები, რომელსაც მოქმედმა პრეზიდენტმა დემოკრატიული განვითარებისთვის გადამწყვეტი უწოდა, დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.