ნატოს საიუბილეო სამიტს ამერიკის მოქმედი პრეზიდენტისთვის ტესტად განიხილავენ.
ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო დისკუსია თითქმის ორი კვირაა, არ წყდება. დონალდ ტრამპთან წარუმატებელი სატელევიზიო დებატების მიუხედავად, ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის პოლიტიკურ ბრძოლას აგრძელებს.
თანაპარტიელი „დემოკრატების“ ნაწილი კი თეთრი სახლის ლიდერს კანდიდატურის მოხსნას ურჩევს. განიხილებიან მისი შესაძლო შემცვლელებიც. მათ შორის არიან ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი. გავრცელებული ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ფიზიკური მდგომარეობის გამო შეშფოთებულები არიან აშშ-ის მოკავშირეებიც. ბაიდენის ჯანმრთელობაზე თეთრ სახლს მედიასთან განმარტებების გაკეთება უწევს.