მედიის პროგნოზი გამართლდა – ვაშინგტონის სანქციები პუტინის ახლო გარემოცვის წევრებზეც გავრცელდა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუს პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებს სანქციები დაუწესა. მიზეზი 2016 წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაა. პარალელურად ამერიკის სპეციალური პროკურორის გუნდი რუს ოლიგარქებს კითხავს. მიულერი ეჭვობს, რომ ცნობილმა რუსმა ბიზნესმენებმა საპრეზიდენტო კამპანიაში ჩარევა სხვადასხვა უკანონო გზით შეძლეს.