აშშ-მა უკრაინის დახმარების ახალი სამხედრო პაკეტი წარადგინა

აშშ-მა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი წარადგინა. რიგით 70-ე პაკეტის ღირებულება 275 მილიონი დოლარია და მოიცავს იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას, რომელსაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას პენტაგონის მარაგებიდან აწვდის. სამხედრო პაკეტი მოიცავს: საბრძოლო მასალას „ჰაიმარსისთვის“, 155 მმ და 105 მმ კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალას, 60 მმ და 81 მმ კალიბრის ნაღმმტყორცნების ჭურვებს, უპილოტო საჰაერო სისტემებს, „ტოვ“-ის სისტემის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, „ჯაველინის“ და „ეითი-4“-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, სასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას, დივერსიულ აღჭურვილობას და საბრძოლო მასალას; ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური, ბირთვული ზემოქმედებისგან დამცავ მოწყობილობებს.