ვაშინგტონმა მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციები აამოქმედა.
აშშ-დან აძევებენ რუსი დიპლომატების ნაწილს, ასევე შეზღუდვებს უწესებენ რუსეთის ფინანსურ ინსტიტუტებს და ფიზიკურ პირებს. შავ სიაში 32 ფიზიკური და იურიდიული პირი მოხვდა. ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ რუსეთის სამთავრობო და სადაზვერვო მოქმედებები, ამერიკულ კომპანია „სოლარვინდზე“ მასშტაბური კიბერ-თავდასხმა და აშშ-ის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა ის მიზეზებია, რის გამოც ჯო ბაიდენმა სანქციების ახალი პაკეტი გამოსცა. მოსკოვი საპასუხო ზომებით იმუქრება. სანქციების განკარგულებაში ნახსენებია უკრაინის საკითხიც. დონბასში ომის მზარდი საფრთხე მსოფლიო ლიდერთა დღის წესრიგის მთავარი თემაა. დასავლეთი რუსეთს უკრაინის აღმოსავლეთში პროვოკაციების შეწყვეტისკენ და სამხედროების გაყვანისკენ მოუწოდებენ.