ხვალ, 18 ოქტომბერს საქართველოში ჩამოდის ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი. ლოიდ ოსტინი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან. განიხილება ამერიკა- საქართველოს თანამშრომლობის, გლობალური უსაფრთხოებისა და რეგიონული საკითხები. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ეს ვიზიტი ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის კიდევ ერთი ძლიერი დადასტურებაა. ვიზიტი კიდევ ერთხელ მიანიშნებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამერიკისთვის საქართველოს უსაფრთხოება. თბილისიდან ლოიდ ოსტინი უკრაინაში გაემგზავრება და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე შტატების პოზიციას ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალზე შეაჯამებს.