აშშ-ის სანქციები მოსამართლეებს - პოლიტიკური შეფასებები

ამერიკის ელჩს ხელისუფლების პირველ პირებთან განმარტებებისთვის უწევს შეხვედრა.

კელი დეგნანი დღეს პარლამენტში მივიდა, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარისთვის ოთხი მოსამართლის დასანქცირების გარშემო გაჩენილ კითხვებზე მიღებული პასუხი მაინც არასაკმარისია. მმართველი გუნდი სანქციების მიზეზად დასახელებულ კორუფციულ ფაქტებზე კონკრეტულ მტკიცებულებებს ითხოვს და ელჩის განცხადებები საჯარო წყაროებიდან მიღებულ და ყველასთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე, არაპარტნიორულ დამოკიდებულებად ფასდება.

„ქართული ოცნებისგან“ გასხვავებით, არგუმენტები გასაგებია პრეზიდენტისთვის, რომელსაც სწორედ სასამართლო სისტემის და კონკრეტული მოსამართლეების გამო მმართველი პარტია ბოლო გამოსვლებში არაერთხელ გაუკრიტიკებია. სალომე ზურაბიშვილის, ისევე როგორც ამერიკის ელჩის მთავარი გზავნილი ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად სასამართლოს ძირეული რეფორმის გატარებაა. ახლა საინტერესოა, დააკმაყოფილებს თუ არა პრეზიდენტი საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნას, რომელიც ოთხი მოსამართლის მიერ წაყენებული კორუფციული ბრალდების გამოსაძიებლად დროებითი კომისიის შექმნას ითხოვს და სახელმწიფოს მეთაურს რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატივით მიმართავს.