აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი

რა შედეგებით დასრულდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში? რეგიონული ტურნეს ფარგლებში, უზრა ზეიამ ქართველ პოლიტიკოსებს, ცესკო-ს თავმჯდომარეს, მესამე სექტორსა და მედიას სამი მთავარი გზავნილი ჩამოუტანა. მათი შინაარსი ქვეყნის საგარეო კურსს, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ეხება. სახელმწიფო მდივნის ეს გზავნილები ბუნდოვანი აღმოჩნდა მმართველი გუნდისთვის.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნისგან კონკრეტული ფაქტები, თუ რა ანტიდემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში, ვერ მოისმინა. უზრა ზეიას კრიტიკული განცხადებების მიუხედავად, მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა მალე ახალ, სულ სხვა ეტაპზე გადავა. კობახიძის აზრს არ იზიარებენ ოპოზიციაში, სადაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის გაუმჯობესების ერთადერთ გზად ხელისუფლების ცვლილებას მიიჩნევენ.

თამარ წიკლაური დეტალებით.