აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის თქმით, აშშ მოუწოდებს პაკისტანის ხელისუფლებას, ჩაატაროს სრული გამოძიება აღმოსავლეთ პაკისტანში ქრისტიანულ თემზე თავდასხმებზე და ყველა მონაწილეს მოუწოდებენ სიმშვიდისკენ. ამის შესახებ პატელმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა. „შეშფოთებულები ვართ, რომ ეკლესიები და სახლები სამიზნე გახდა პაკისტანში ყურანის შეურაცხყოფის საპასუხოდ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიან გამოხატვის თავისუფლებას და ყველასთვის რელიგიისა და რწმენის თავისუფლების უფლებას. როგორც უკვე ვთქვით, ჩვენ ყოველთვის გვაწუხებს რელიგიურად მოტივირებული ძალადობის შემთხვევები“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ. შეგახსენებთ, რომ პაკისტანში მუსლიმებმა რამდენიმე ქრისტიანული ეკლესია დაარბიეს და რამდენიმე სახლი გადაწვეს მას შემდეგ, რაც ქრისტიანული თემის ორი წევრი ყურანის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს.