ბიზნესის კეთების სიმარტივე და ბიზნესის თავისუფლება – საქართველოს საინვესტიციო გარემო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში ფასდება.
დოკუმენტში მიღწევებთან ერთად გარკვეულ გამოწვევებზეცაა საუბარი. საერთაშორისო რეიტინგებზე დაყრდნობით დადებითად არის შეფასებული ბიზნესის განვითარების მხრივ არსებული ვითარება და ინვესტიციების მოსაზიდად გატარებული რეფორმები, თუმცა ცალკეული ბიზნესებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორების ხაზგასასმელად მოყვანილია კონკრეტული პროექტები და ფაქტები.