აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

ამერიკის  სახელმწიფო დეპარტამენტმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში წამყვან უწყებად დასახელდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2019 წელს, საქართველოში ტერორისტული ინციდენტები არ დაფიქსირებულა და  საქართველოს  შესწევს უნარი, გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის ინციდენტებზე. ხაზგასმულია, რომ უსაფრთხოების კუთხით, საქართველო რჩება აშშ-ის მტკიცე პარტნიორად. სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე  მიიჩნევენ, რომ  საქართველო აქტიურად არის ჩართული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში საერთაშორისო, რეგიონალურ და ორმხრივ დონეზე. ამერიკის  სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს მმართველი გუნდი გამოეხმაურა.

ირაკლი სესიაშვილი – მისასალმებელია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს უსაფრთხოების სისტემას