აშშ-ის საელჩოს განცხადება

აშშ-ის საელჩო საქართველოში ხელისუფლებას კანონდამრღვევთა დასჯისკენ მოუწოდებს. „თბილისის პრაიდის“ ჩაშლის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უმართავმა ხალხის მასამ, რომელიც ძალადობით იმუქრებოდა, დამსწრეებს მშვიდობიანი შეკრების შესახებ კონსტიტუციით დაცული უფლება წაართვა. „ძალადობა, დაშინება ან მუქარა განსხვავებული შეხედულებების გასაჩუმებლად არის არადემოკრატიული და ეწინააღმდეგება საქართველოს ტოლერანტობის, თანაგრძნობისა და პლურალიზმის ისტორიას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.