ამერიკის პრეზიდენტსა და მის მომავალ კონკურენტს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მწვავდება.
საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს უკრაინის თემას კიდევ ერთხელ უხსენებს. საუბარია ბაიდენის შვილთან დაკავშირებულ ნავთობ-კომპანიაზე, რომლის გამო თეთრი სახლის ლიდერი აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს უკრაინის ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებს.
როგორც ჩანს, წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი თემა სწორედ უკრაინული გარიგების სახელით ცნობილი საქმე იქნება.