აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება

„ამერიკის შეერთებული შტატები შეაკავებს ნებისმიერ აგრესიას და საფრთხეს ფინეთისა და შვედეთის მისამართით, ვიდრე ნატო მათ ალიანსში გაწევრიანებას განიხილავს“- ამის შესახებ ჯო ბაიდენმა განაცხადა. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ის მიესალმება და მტკიცედ უჭერს მხარს ფინეთისა და შვედეთის ისტორიულ განაცხადს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თაობაზე და მათი სწრაფად გაწევრიანებისთვის აშშ-ის კონგრესთან და ნატო-ს მოკავშირეებთან იმუშავებს. „ფინეთი და შვედეთი აშშ-ის ხანგრძლივი და საიმედო პარტნიორები არიან. ნატო-ში გაწევრიანებით, ისინი კიდევ უფრო გააძლიერებენ ჩვენს თავდაცვით თანამშრომლობას და სარგებელს მოუტანენ მთელ ტრანსატლანტიკურ ალიანსს“– ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. დღეს ჯო ბაიდენი ვაშინგტონში, ფინეთის პრეზიდენტს, საული ნიინისტოსა და შვედეთის პრემიერ-მინისტრს, მაგდალენა ანდერსონს უმასპინძლებს.