რეგიონში საომარი მოქმედებების ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთ ავიამზიდს აგზავნის, რომელიც განთავსდება ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც მიმდინარე კვირის დასაწყისში ვაშინგტონმა უკვე განალაგა ერთი ავიამზიდი და სამხედრო ხომალდები. „აშშ-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, შეაკავოს ნებისმიერი სახელმწიფო ან არასახელმწიფო აქტორი, ვინც ამ ომის ესკალაციას ცდილობს”- განაცხადა თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა. ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმაც. ჯო ბაიდენმა მიმდინარე მოვლენები ჰოლოკოსტის შემდეგ, ებრაელი ხალხის ყველაზე საშინელ, მასობრივ ხოცვად შეაფასა.