გაუარესებული უსაფრთხოების და გაზრდილი რეგიონული გამოწვევების ფონზე ძლიერი გზავნილი ვაშინგტონიდან.
ინიცირებიდან ერთი წლის წინ და ორი თვის შემდეგ ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა. პროცედურულად წინ სენატში დაგეგმილი განხილვები, კენჭისყრა და პრეზიდენტის ხელმოწერაა, რის შემდეგაც დოკუმენტი უკვე კანონად იქცევა. საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ მომზადებული აქტი მკაფიო გზავნილებს და აქცენტებს მოიცავს – რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მკაცრად დაგმობა, მოწოდება 2008 წლის შეთანხმების შესრულებისკენ, ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება და ძლიერი მხარდაჭერა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. საქართველოსთან დაკავშირებით მოსკოვის მისამართით არანაკლებ მკაფიო და მწვავე იყო კონგრესმენთა ის გამოსვლებიც, რომლებიც კანონპროექტის დღევანდელ განხილვას ახლდა.