როგორია აშშ-ის ინტერესები საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში და როგორ აფასებენ ამერიკელი კონგრესმენების გზავნილებს ოპოზიციასა და მმართველ გუნდში. ოპოზიციის შეფასებით, თბილისში ვიზიტისას ჯინ შაჰინმა და მაიკ ტერნერმა ხელისუფლებას მკაცრი გაფრთხილება მისცეს და „ქართულ ოცნებას“ მათი პოზიციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ.
მმართველი გუნდის წარმომადგენლების შეფასებით, პოლიტიკური დირექტივების მიცემა სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას არ პასუხობს, მით უფრო იმ ფონზე, როცა თავად კონგრესმენი ტერნერის წინააღმდეგ არაერთი ბრალდებაა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორის კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით.
საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე კომენტარი დღეს საქართველოს პრემიერმაც გააკეთა – როგორია მხარეთა პოზიციები, თათია მაყაშვილი გვეტყვის.