საქართველოს ხელოვნების სასახლეს ამერიკის საელჩომ 300 ათასი დოლარის ოდენობის გრანტი გამოუყო, რომლის მიზანი ზუგდიდის დედოფლისეული სასახლის რამდენიმე საგამოფენო დარბაზის რეაბილიტაცია, ისტორიული ნივთების რესტავრაცია და კონსერვაციაა. სამუშაოების პროცესში ზუგდიდის დადიანების სასახლის თანამშრომლებსა და უცხოელ კოლეგებთან ერთად, ხელოვნების სასახლის თანამშრომლები ჩაერთვებიან.