აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი საქართველოში შეერთებული შტატების სენატის დელეგაციის ვიზიტს ეხმაურება. ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, სენატორები ჩამოდიან იმის საჩვენებლად, რომ ამერიკა განაგრძობს საქართველოსა და პარტნიორობის მხარდაჭერას. ეს არის გრძელვადიანი პარტნიორობა, რამდენადაც საქართველო ავითარებს დემოკრატიას და პროცესი გრძელდება. ელჩის თქმით, სენატორებმა გამოთქვეს ჩამოსვლის სურვილი, რომ გაეცნონ, როგორ ვითარდება საქართველოში მოვლენები.