კრიტიკულ ზღვარზეა ამერიკა-ირანის ურთიერთობა.
გავლენიანი ირანელი სამხედრო გენერლის აფეთქების შემდეგ თეირანის ტონი ვაშინგტონის მისამართით სულ უფრო მწვავდება. ირანის ხელისუფლება ტრამპს შურისძიებით ემუქრება. თეთრი სახლის ლიდერის მისამართით მუქარისშემცველ გზავნილს ავრცელებს მოკლული ყასემ სულეიმანის შვილიც, რომელმაც დღეს მოქალაქეებთან ერთად სამგლოვიარო აქციაში მიიღო მონაწილეობა.
მუქარას არც აშშ-ის პრეზიდენტი ერიდება, რომელიც თეირანს აფრთხილებს. 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტში ამერიკის მიერ განხორციელებულ ავია-იერიშს ტრამპის პოლიტიკური ოპონენტებიც აკრიტიკებენ. რეაქციები იმდენად ნეგატიურია, რომ კონგრესის წარმომადგენელთა პალატა ირანში ამერიკის პრეზიდენტის სამხედრო მოქმედებების შესაზღუდად სპეციალურ რეზოლუციას განიხილავს.