ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა პიკს აღწევს – ამის მიზეზი ირანიდან ისრაელზე მოსალოდნელი დარტყმაა. თეირანი ისრაელს დამასკოში მდებარე ირანის საკონსულოზე იერიშში სდებს ბრალს და შურისძიებით იმუქრება.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე გააფრთხილა ისრაელი, რომ საფრთხე რეალურია. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონს აქვს ინფორმაცია ირანის სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ, რაც, შესაძლოა, ისრაელზე დარტყმისთვის მზადების ნიშანი იყოს.