აშშ-ი „ტიკ-ტოკის“ მფლობელებს აქციების გაყიდვისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ხელისუფლება ჩინური აპლიკაციატიკ-ტოკის მფლობელებს აქციების გაყიდვისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში მისი აკრძალვით ემუქრება. ვიდეო-გაზიარების აპლიკაციას, რომელიც ეკუთვნის ჩინურ კომპანია „ბაით-დანსს“, ბრალად ედება ეროვნული უსაფრთხოების რისკის შექმნა მილიონობით მომხმარებლისგან შეგროვებული მონაცემებით. კომპანიამ განაცხადა, რომ იძულებითი გაყიდვა არ შეცვლის მის მონაცემთა ნაკადს ან წვდომას. წლების განმავლობაში ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ პოპულარული აპლიკაციის მონაცემები შეიძლება ჩინეთის მთავრობის ხელში მოხვდეს. „ტიკ-ტოკს“ შეუძლია მომხმარებლებისგან ბიომეტრიული მონაცემების აღება და მდებარეობის მონაცემებზე წვდომა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს მოუწოდებს შეწყვიტოს ზეწოლა „ტიკ-ტოკ“-ზე. ჩინეთი მოითხოვს მტკიცებულებებს, რის საფუძველზეც აშშ-მა ვიდეო აპლიკაცია „ტიკ-ტოკი“ ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ გამოაცხადა. „ტიკ-ტოკი“უკვე აკრძალულია სამთავრობო ტელეფონებზე აშშ-ში, კანადასა და ევროკავშირში.