„აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა“ - მობილურ აპლიკაციის პრეზენტაცია

„აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა“ – ასე ჰქვია მობილურ აპლიკაციას, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ შეიქმნა. აპლიკაცია აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ლოგოზე ბედიის ოქროს ბარძიმის – ქართული ოქრომჭედლობის ძეგლის გრაფიკული გამოსახულებაა. აპლიკაცია აერთიანებს აფხაზეთის კულტურულ მემკვიდრეობას, წარმოაჩენს მის კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობას და ამჟამინდელ მძიმე მდგომარეობას.