ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება განხილვისა და შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემაა. რა პოზიცია აქვთ თავად სანქცირებულ მოსამართლეებს?
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომაა დაგეგმილი, სადაც ლევან მურუსიძე გამოცხადდება. სავარაუდოდ, ის მედიასთან უკვე სატელევიზიო განცხადებას გააკეთებს მისი და კიდევ ორი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირებასთან დაკავშირებით. მანამდე კი როგორც სატელეფონო, ისე სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებებში სანქცირებული პირები ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ და აბსურდულს უწოდებენ.