გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა ისრაელის პრემიერი.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ მსოფლიო ლიდერებს უთხრა, რომ ირანში მორიგი საიდუმლო ბირთვული ობიექტი არსებობს. ისრაელის ლიდერი საერთაშორისო ტრიბუნასთან ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებებით ავიდა. ნეთანიაჰუმ ბირთვული შეთანხმების წევრი ქვეყნების გადაბირება ამჯერად ნიუ იორკიდან სცადა. საუბარია 2015 წელს ირანსა და დიდ ექვსეულს შორის ბირთვულ საკითხთზე მიღწეულ ისტორიულ შეთანხმებაზე, რომელიც ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების სანაცვლოდ ირანის მიერ ურანით გამდიდრების 20 %-მდე შემცირებას ითვალისწინებს.
ხელმოწერის დღიდან, შეთანხმებას აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ისრაელი, უკვე დღეს მის პოზიციას დონალდ ტრამპიც იზიარებს.