არტემ ბალახაშვილის სახელობის საფეხბურთო ტურნირი

ადიგენის სოფელ უდეში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის, არტემ ბალახაშვილის სახელობის საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა. მონაწილეობა რვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. გამარჯვება სოფელ უდის პირველი საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.

არტემ ბალახაშვილი 2008 წლის 11 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაიღუპა. ომის გმირის სახელობის ჩემპიონატი, მის მშობლიურ სოფელში ყოველ წელს იმართება.