თბილისში სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება

12:25, 14.04.2018

სპორტი მშვიდობისა და განვითარებისთვის – თბილისში სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ღონისძიება ლისის ტბის ტერიტორიაზე დილიდან მიმდინარეობს. საფეხბურთო ტურნირი, მძლეოსნობა, ხელბურთი, საავიაციო სპორტი, კანოე, პოლო. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ 20-ზე მეტ სპორტულ აქტივობაში.

დღესვე ერთმანეთს პარლამენტისა და დაცვის პოლიციის წევრებისგან დაკომპლექტებული საფეხბურთო გუნდები შეხვდნენ.

გეგი კიკაბიძე დეტალებით.

 

 

მსგავსი