აჭარის სახელმწიფო ანსამბლი „არსიანი“ 100 წლის გახდა. ანსამბლის რეპერტუარში საქართველოს ყველა კუთხის სასიმღერო და საცეკვაო ფოლკლორის ნიმუშებია თავმოყრილი. საიუბილეო ღონისძიებები აჭარის მუსიკალურ ცენტრში გაიმართა და ის საცეკვაო სამოსელი გამოიფინა, რომლითაც მოცეკვავეები 100 წლის განმავლობაში იმოსებოდნენ. ხელოვნების სფეროში შეტანილი წვლილისთვის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ანსამბლ „არსიანის“ დირექტორი, ტბელ აბუსერისძის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.