ევროკავშირის მხარდაჭერით, თბილისის „არქიტექტურის ბიენალე – 2024“ გაიხსნა. ღონისძიება სახელწოდებით „შეცდომების გასწორება“ 19 ოქტომბრის ჩათვლით იმართება და ისეთ აქტივობებს აერთიანებს, როგორებიცაა თემატური გამოფენა, ვორქშოფები, გიდის მიერ ჩატარებული ტურები, საჯარო ინსტალაციები, სიმპოზიუმი და ლექციები. გახსნის ცერემონია თბილისის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში ჩატარდა. ღონისძიება თემატურ გამოფენასა და შვეიცარიელი არქიტექტორის, ფილიპ რამის ლექციას აერთიანებდა. თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2017 წელს დაარსდა.