არგუმენტები, რომლის საფუძველზეც სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოტანილი განაჩენის სამოტივაციო ნაწილს მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და ერთ-ერთი მსჯავრდებულის ადვოკატი აფასებენ. დოკუმენტში, რომელიც “მოამბემ” ექსკლუზიურად მოიპოვა, განმარტებულია, რატომ არ გაიზიარა მოსამართლემ მოწმეების ჩვენებები და რის საფუძველზე მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება.
გიორგი კობერიძე გაგვაცნობს მხარეთა შეფასებებს.