არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხი - ოკუპირებულ ცხინვალში შეხვედრების გამართვას ჟენევის თანათავმჯდომარეები გეგმავენ
ოკუპირებული ცხინვალიდან არჩილ ტატუნაშვილი, შესაძლოა, დღეს ან ხვალ გადმოასვენონ – ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საპატრიარქოში გაგზავნილი წერილის პასუხთან ერთად, საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა.
სავარაუდოდ, სწორედ არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხი იქნება მთავარი თემა ოკუპირებულ ცხინვალშიც, სადაც გადასვლას და შეხვედრების გამართვას ჟენევის თანათავმჯდომარეები გეგმავენ. ისინი უკვე ერგნეთში იმყოფებიან.
ნინო ფისაძე დეტალებით – ხომ არ შევიდნენ უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჟენევის თანათავმჯდომარეები?