ხელისუფლებისთვის არასასურველი შედეგით დასრულდა სტამბოლის მერის განმეორებითი არჩევნები. ხმათა 54 პროცენტით სახალხო რესპუბლიკური პარტიის ოპოზიციონერი კანდიდატი ლიდერობს.
10 მლნ-ნახევრიანი მოსახლეობით დასახლებულ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქალაქში დამარცხება ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკვე აღიარა.
განმეორებითი არჩევნები სტამბოლში მას შემდეგ დაინიშნა, რაც 31 მარტს ჩატარებული კენჭისყრის შედეგები მმართველმა პარტიამ საეჭვოდ მიიჩნია.
ოპოზიციონერი კანდიდატის გამარჯვება რესპუბლიკური პარტიის ოფისთან ათასობით ადამიანმა აღნიშნა.