პოლონეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებების ზღვარზეა.
8-წლიანი მმართველობის შემდეგ, იაროსლავ კაჩინსკის „კონსერვატიულმა მემარჯვენე პარტიამ“ შესაძლოა პარლამენტში უმრავლესობა დაკარგოს. ხმების 83%-ზე მეტი უკვე დათვლილია და როგორც ჩანს, ოპოზიციას, რომლის გამოკვეთილი ლიდერი, პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკია, ხელისუფლებაში დაბრუნების რეალური შანსი უჩნდება. ამისთვის კი აუცილებელია სამი პოლიტიკური ძალის გაერთიანება და კოალიციის ჩამოყალიბება. ყველაფერი უფრო ცხადი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გახდება, რაც ხვალისთვის არის დაგეგმილი. პოლონეთში არჩევნებს ყურადღებით აკვირდებოდნენ ბრიუსელშიც, რომელთანაც კაჩინსკის მმართველ პარტიას ბოლო პერიოდში არაერთი ხმაურიანი დავა ჰქონდა.
1989 წლის შემდეგ პოლონეთში გამართული ყველაზე მნიშვნელოვანი არჩვენების შესახებ, ლევან ახალაიას სიუჟეტში.