მიხეილ ჩხენკელმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით „ქართული ოცნების“ პრიორიტეტები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან წარადგინა.
სკოლამდელი აღზრდა, ზოგადი განათლება, პროფესიული და უმაღლესი განათლება, მეცნიერება, კულტურა და სპორტი – „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის წარდგენის ფარგლებში, მინისტრმა ყველა ამ მიმართულებით უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.
სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით, პროგრამა სააღმზრდელო დაწესებულებების სკოლამდელი განათლების დაწესებულებებად გარდაქმნას ითვალისწინებს, პროგრამის მიხედვით, დაგეგმილია საბავშო ბაღებში დასაქმებულებისთვის ხელფასების ზრდა, დაგეგმილია ინფრასტრუქტურული პროექტებიც. მინისტრმა ისაუბრა მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდის საკითხთან დაკავშირებით და ყურადღება გაამახვილა მათ მიერ პანდემიის პირობებში გაწეულ სამუშაოსთან დაკავშირებითაც.