საარჩევნო კამპანია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ რეგიონის ამომრჩეველს კახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ზურაბ ჭიაბერაშვილი და გიორგი ღვინიაშვილი წარუდგინა. შეხვედრაზე გაიმართა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია.

დავით ბაქრაძის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებები დაიწყება.