მეორედ მიდის საარჩევნო უბნებთან ქუთაისის ამომრჩეველიც. მოქალაქეებმა არჩევანი „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შორის უნდა გააკეთონ. როგორც იცით, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და მეორე ტურში არ მონაწილეობს, თუმცა კანონმდებლობის გათვალისწინებით, მათ გვარები ბიულეტენზე, მოქალაქეებს მაინც დახვდებათ.
ამ ოლქში სულ 154 928 ამომრჩეველია რეგისტრირებული. უკვე ერთი საათია, მთელი ქალაქის მასშტაბით გახსნილია 130 უბანი. როგორ მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცედურა და ხომ არ ყოფილა დარღვევები უბნებზე – ირმა ჭოლაძე მუშაობს ადგილზე და ქუთაისიდან ახლა ის ისაუბრებს.