„პატრიოტთა ალიანსის“ შეხვედრა მოსახლეობასთან  

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად, ბუკიას ბაღში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

პარტიის ლიდერებმა ამომრჩევლებს მათი სამომავლო გეგმები გააცნეს. მათი თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ასევე საშუალო ფენის შექმნა და გაძლიერებაა. პარტიის ლიდერებმა ამომრჩეველს სამ ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.