არჩევანი გააკეთეს თურქეთში მცხოვრებმა ეთნიკურმა ქართველებმაც.
რეპორტაჟის მოსამზადებლად მერაბ წულუკიძე ართვინის ვილაიეთში ჩავიდა, სადაც ამომრჩევლების განსაკუთრებული აქტიურობა შეინიშნებოდა. სხვა რეგიონების და ქალაქების მსგავსად ართვინის ვილაიეთშიც მოსახლეობის აზრი ორად გაიყო. პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დასახლებაში ერდოღანი და მისი მთავარი ოპოზიციონერი კონკურენტი ლიდერობდნენ.