ხვალ ისრაელი ახალ პარლამენტს ირჩევს. ბენიამინ ნეთანიაჰუს ისევ პრემიერობა სურს. არჩევნების შედეგების პროგნოზირება რთულია, რადგან ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ და მისი მთავარი მეტოქის, გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელის პარტია ამომრჩეველთა თითქმის თანაბარ მხარდაჭერას ფლობს.
წინასაარჩევნო კამპანია ძირითადად უსაფრთხოებისა და პალესტინელებთან დავის საკითხებზეა ფოკუსირებული.
ბენი განცი 2012 დ 2014 წლებში ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა, მაშინ პრემიერი ნეთანიაჰუ მას სამხედრო მეთაურად მოიხსენიებდა, თუმცა არჩევნებმა ისინი ერთმანეთთან დააპირისპირა.