აფხაზეთის მეომართა კავშირს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ომის ვეტერანებმა მეომართა კავშირის ყრილობაზე კავშირის ახალ თავმჯდომარედ ანზორ მარგიანი ერთხმად აირჩიეს. შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას ორგანიზაციის გამგეობის ახალი წევრებიც წარუდგინეს, ისაუბრეს ომის ვეტერანების პრობლემებზე, მათ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და აფხაზეთის მთავრობასთან თანამშრომლობის გზებზე.