აფხაზეთის მეომართა კავშირის საჩუქარი

12:17, 13.08.2023

აფხაზეთის მეომართა კავშირმა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ექოსკოპიის აპარატი გადასცა. დანადგარი, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სამედიცინო ცენტრ „დიომედში“ განთავსდება. უფასო სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები, აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრები, აფხაზეთიდან დევნილი მრავალშვილიანი ოჯახები და სოციალურად დაუცველები.

მსგავსი