უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ არჩევის მიუხედავად, საკითხი კვლავ მწვავე პოლიტიკური უთანხმოების საგნად რჩება.
გუშინდელი ხმაურიანი კენჭისყრის შემდეგ პარლამენტს სავარაუდოდ ახალი კანონ-პროექტის განხილვა მოუწევს. „ქართული ოცნებიდან“ სწორედ მოსამართლეთა თემის გამო წასული ეკა ბესელია უზენაეს სასამართლოში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე ახალი კანდიდატების წარდგენის პროცესის შეჩერებას ითხოვს და ამ მიზნით საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს. დეპუტატის აზრით, შესაცვლელია კონსტიტუციის ის ჩანაწერიც, რომელიც სასამართლოს უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეთა უვადოდ არჩევას გულისხმობს.
ჯერ უცნობია, გაიზიარებენ თუ არა ყოფილი თანაგუნდელის ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობაში. როგორც დღეს ირკვევა, გუშინ არჩეული კანდიდატების გარშემო ერთიანი პოზიცია არც მმართველ გუნდშია.