არასწულწლოვნების საქმე - დაკითხვა დანაშაულის დაფარვის ეპიზოდზე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ეპიზოდზე დღეს ბრალდების მოწმეები დაიკითხებიან. საუბარია ხუთ დეკემბერს დაკავებულ პირებზე. კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის მამა, თენგიზ კალანდია და მისი ორი მეგობარი ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან. ბრალდებულია ასევე თენგიზ კალანდიას ერთ-ერთი შვილი, თუმცა ის 21 წელს მიღწეული არ არის და მის მიმართ პატიმრობა არ არის გამოყენებული. რაც შეეხება მოზარდს, რომელიც 1-ელ დეკემბერს კონფლიქტში მონაწილეობდა და მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს 1-ელ დეკემბერს მომხდარ მკვლელობაზე ინფორმაცია ჰქონდათ და სამართალდამცავ ორგანოებთან არ ითანამშრომლეს.