არასტანდარტული ვაშლის რეალიზაცია

დღეის მდგომარეობით, 9000 ტონა არასტანდარტული ვაშლია ჩაბარებული.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 12 კომპანია 14 მიმღებ პუნქტში იბარებს შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არასტანდარტულ ვაშლს. შედეგად ფერმერებმა 2 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი უკვე მიიღეს. არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.