არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება

მთავრობა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებას მოახდენს. მოსავლის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება. წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წელს არასტანდარტული ვაშლის მოსავალი 50 ათას ტონაზე მეტი იქნება. შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ვაშლის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაუწევს კოორდინაციას. ხილის გადამამუშავებელი საწარმოები, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტში, ვალდებული იქნებიან, საკოორდინაციო შტაბში ელექტრონული ფორმით გაიარონ რეგისტრაცია.