არასრულწლოვნების საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს

ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულზე პარლამენტის სპეციალური საგამოძიებო კომისია 6 ივნისს რიგგარეშე სესიაზე შეიქმნება.

კომისიას უმცირესობის წევრი, სავარაუდოდ, ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.

თავმჯდომარესთან ერთად უმცირესობა კომისიაში უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი, რაც ცხრა ადგილს ნიშნავს.

უმრავლესობასთან ერთად კომისიაში იქნება დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი.

როგორია საპარლამენტო უმცირესობის გეგმა საგამოძიებო კომისიაში – დეტალები „მოამბეში“.