დეპუტატი გიორგი ლომია აცხადებს, რომ დროებით საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას „პატრიოტთა ალიანსის“ ორი წევრი მიიღებს
დეპუტატი გიორგი ლომია აცხადებს, რომ დროებით საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას „პატრიოტთა ალიანსის“ ორი წევრი მიიღებს

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი გიორგი ლომია აცხადებს, რომ მათი ფრაქციიდან საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას ორი წევრი მიიღებს.

როგორც ლომიამ პირველ არხთან საუბრისას განმარტა, ამ თემაზე მმართველ გუნდთან მხოლოდ ზოგადი კონსულტაციები შედგა.

დეპუტატი ამ დროისთვის რუსეთში იმყოფება და როგორც მან პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, დეტალები სწორედ მისი თბილისში დაბრუნების შემდეგ გაირკვევა.

„ჩვენგან ფრაქციის ორი წევრი მიიღებს მონაწილეობას ამ კომისიაში. მე ახლა საქართველოში არ ვიმყოფები, რომ ჩამოვალ უფრო ღრმად გავივლით სხვადასხვა საკითხს. მე ახლა რუსეთში ვიმყოფები“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმირების საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონსულტაციები მიმდინარეობს.