პარლამენტი მიმდინარე კვირას რიგგარეშე სხდომის მოწვევას აპირებს
პარლამენტი მიმდინარე კვირას რიგგარეშე სხდომის მოწვევას აპირებს

პარლამენტი მიმდინარე კვირას რიგგარეშე სხდომის მოწვევას აპირებს.

როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დღეს მიმართავს.

მისივე ინფორმაციით, რიგგარეშე სხდომის მოწვევა ოთხშაბათს მოხდება.

როგორც ცნობილია, რიგგარეშე სხდომაზე საგამოძიებო კომისიის შექმნა მოხდება, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეს გამოიძიებს.

კომისიის შემადგენლობა უკვე ცნობილია. კვოტების გადანაწილება დღეს კონსულტაციების შედეგად მოხდა.