არასრულწლოვნების საქმეზე ოპოზიციის პროტესტს „ლეიბორისტული პარტია“ უხელმძღვანელებს
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიტიკური პარტიების პროტესტს „ლეიბორისტული პარტია“ უხელმძღვანელებს.
გადაწყვეტილება დღეს პარტიის ოფისში გამართულ თათბირზე მიიღეს.
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მათი მშვიდობიანი აქცია პარლამენტთან 10 ივნისს განახლდება.
პოლიტიკოსებმა ზვიად კუპრავას ვიზიტზეც ისაუბრეს.