რამდენიმეკვირიანი ლოდინის შემდეგ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების საქმეზე დამოუკიდებელი ექსპერტიზის პასუხი ცნობილია.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე წარდგენილმა დასკვნამ არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. უცხოელი ექსპერტების ჩართულობით ჩატარებული ექსპერტიზის პასუხზე დაყრდნობით, დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მხოლოდ ორი დანა არ გამოუყენებიათ და სისხლიან გარჩევაში სხვა იარაღებიც ფიგურირებს. თუმცა ამ ვერსიას არ ეთანხმებიან პროკურორი და ერთ-ერთი მოკლული არასრულწლოვნის დედა. საპირისპირისპირო პოზიცია აქვს მეორე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამას, რომელიც ამ წუთებში საკუთარ პრეტენზიებს და ეჭვებს მთავარ პროკურორს აცნობს.
თეონა ხუბულავა ელოდება მთავარ პროკურატურაში მიმდინარე შეხვედრის დასრულებას.